saqarTvelos uReltexilebi - yviTlodis uReltexili

ქვეყანა საქართველო, რუსეთი
კოორდინატები 43°07`25` ჩ. გ. 42°56`42` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3629 მ
ქედი სვანეთის კავკასიონი

 

უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, ტიხტენგენისა და კულაკთაუს მწვერვალებს შორის. სიმაღლე 3629 მ. აკავშირებს ჩრდილოეთით, ჩეგემის ხეობისა და სამხრეთით, მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადის მულხრის ზემოთებს. ადმინისტრაციულად მოქცეულია მესტიის მუნიციპალიტეტსა და ყაბარდო-ბალყარეთს შორის.